„საკონტაქტო ჯგუფის“ შემდეგი შეხვედრა მინსკში 2 ივნისს გაიმართება

ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილება, 2 ივნისს მინსკში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და „საკონტაქტო ჯგუფის“ წევრმა ლეონიდ კუჩმამ განუცხადა. მისი თქმით, მთავარ საკითხებს შორის განხილული იქნება დასახლებულ პუნქტ შიროკინოს დემილიტარიზაციის საკითხი, ასევე დაპირისპირების ზონიდან 100-მილიმეტრიანი შეიარაღების გამოყვანა.

„საკონტაქტო ჯგუფის“ შეხვედრა მინსკში 2015 წლის 12 თებერვალს მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციისთვის იმართება. დოკუმენტის პირველი პუნქტი 15 თებერვლიდან დაპირისპირების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებას გულისხმობდა. მას შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, მაგრამ ლოკალური დაპირისპირებები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები