უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივით გამოდის
ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შოროს საზღვრის ჩაკეტვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
„ჩვენ ნოემბრის ბოლომდე სახელმწიფო საზღვრის დაცვის საიმედო სისტემა უნდა შევქმნათ. ეს აუცილებელია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მისაღებად. სექტემბერში ბოლო შეფასებითი მისია ჩამოდის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ვაჩვენოთ, რომ უკრაინის საზღვარი საიმედოდ არის დაცული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე როსტოვის ოლქის მხრიდან 100-კილომეტრიანი ორმო ამოთხარა და 40-კილომეტრიანი დამცავი ნაგებობები ააშენა.