ტაჯიკი პოლკოვნიკი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში შევიდა (ვიდეო)
ტაჯიკეთის შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის პოლკოვნიკი გულმუროდ ხალიმოვი, რომელიც აპრილის ბოლოს გაუჩინარდა, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში შევიდა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ტაჯიკეთის ხელისუფლება ტაჯიკი მუსულმანების დევნაში დაადანაშაულა და სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისკენ მოუწოდა.
ხალიმოვმა თავისი გადაწყვეტილება ტაჯიკეთში მუსულმანების ტრადიციების და წესების უგულებელყოფით ახსნა. მისი თქმით, ტაჯიკეთის ხელისუფლება ჭეშმარიტი მუსულმანების იერსახის დამახინჯებით არის დაკავებული.
„თქვენ კანონი მიიღეთ, რომლის მიხედვით ქუჩაში ლოცვის კითხვა არ შეიძლება. პრეზიდენტო, მინისტრებო, იცოდეთ, რომ აქ არის ბევრი ახალგაზრდა, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ტაჯიკეთში ჩავიდნენ და იქ შარიათი აღადგინონ“, – აცხადებს ხალიმოვი.
ვიდეო, სავადაუდოიდ, სირიის ტერიტორიაზე იყო ჩაწერილი. ხალიმოვს „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ შავი ტანსაცმელი აცვია და იარაღი უჭირავს.