აზერბაიჯანში დღეს რესპუბლიკის დღე აღინიშნება
აზერბაიჯანში დღეს რესპუბლიკის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით რესპუბლიკაში საზეიმო ღონისძიებები იმართება. სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტი აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა. მაშინ მისი დედაქალაქი გიანჯაში იყო.
აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 23 თვე იარსება 1920 წლის 28 აპრილამდე, როდესაც წითელი არმიის ნაწილებმა მისი ოკუპაცია მოხდინეს. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ 1918 წლის რესპუბლიკის დროშა, გერბი და ჰიმნი აღადგინა.