კიოლნში გამნაღმველებმა ბომბი გააუვნებელყვეს

გერმანიის ქალაქ კიოლნში გამნაღმველებმა ბომბის გაუვნებელყოფა შეძლეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მდინარე რაინში იყო აღმოჩენილი.
1000-კილოგრამიანი ავიაბომბი, სავარაუდოდ, ქალაქში მე-2 მსოფლიო ომის დროს ჩამოაგდეს და ის არ აფეთქდა.
ბომბი გაზსადენის გაყვანის დროს აღმოაჩინეს. ბომბის გაუვნებელყოფის ოპერაციის დროს ახლომდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. საერთო ჯამში, 20 ათასი ადამიანი ბომბიდან ერთი კილომეტრის რადიუსიდან გაიყვანეს. გამნაღმველებმა ბომბიდან დეტონატორის ამოღება შეძლეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპერაცია წარუმატებლად დასრულდებოდა, ბომბი ადგილზევე აფეთქდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები