იემენის დაბომბვის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
არაბული კოალიციის მიერ იემენში ამბოხებულების პოზიციების დაბომბვის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. „როიტერის“ ინფორმაციით, 40 ადამიანი ავიადარტყმებს იემენ-საუდის არაბეთის საზღვარზე და კიდევ 40 დედაქალაქ სანაში ემსხვერპლა. ეს ყველაზე დამანგრეველი დაბომბვა იყო ორთვიანი კონფლიქტის განმავლობაში. დასავლეთის სახელმწიფოები და ზოგიერთი არაბული ქვეყანა ხუსიტების მხარდაჭერაში ირანს ადანაშაულებს. ხუსიტებმა იემენში ძალაუფლება 2014 წლის სექტემბერში ჩაიგდეს ხელში. ავიადარტყმები კი 26 მარტს დაიწყო.