კიოლნში ბომბის აფეთქება დაგეგმეს, რის გამოც 20 ათასი ადამიანია ევაკუირებული
გერმანიის ქალაქ კიოლნში 20 ათასი ადგილობრივი მკვიდრია ევაკუირებული. ევაკუაცია 1000-კილოგრამიანი ბომბის დაგეგმილი აფეთქების გამო მოხდა, რომელიც მდინარე რაინში, 5 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. ბომბი ამერიკულია და ის მდინარეში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩავარდა. უზარმაზარი ჭურვი შემთხვევით, ბუნებრივი აირის მილის გაყვანის დროს იპოვეს. მესანგრეებმა ბომბის ადგილზევე გაუვნებელყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. კიოლნში დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები. აფეთქების დროს რაინზე გემების მოძრაობა შეჩერდება, ხოლო კიოლნის თავზე თვითმფრინავების ფრენა აიკრძალება.