არსენი იაცენიუკმა შესაბამის უწყებებს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმღვანელობის მუშაობის შემოწმება დაავალა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა უკრაინაის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის და მისი პირველი მოადგილის ალექსანდრა პავლენკოს საქმიანობის შესწავლა. შემოწმება 10 ივნისამდე უნდა მოხდეს. იაცენიუკის ეს განკარგულება უმაღლესი რადას 66 დეპუტატის მიმართვის შემდეგ იყო გამოცემული, რომლებმაც სამინისტროს ხელმძღვანელობის მუშაობის შესწავლა ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტისგან მოითხოვეს.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო სამსახურის სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს, თავდაცვის უწყებას, ასევე სახელმწიფო ფინანსური ინსპექციის ხელმძღვანელობას დაევალა ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ საკუთარი უფლებამოსილების სათანადო შესრულების შესწავლა, რომელიც წამლების და სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის ფასების რეესტრს, ასევე მიმდინარე წლის სახელმწიფო შესყიდვებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები