ერაყელმა სამხედროებმა ანბარის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ ასობით „ბოევიკი“ დააკავეს

ერაყის ჯარმა ანბარის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ ასობით „ბოევიკი“ დააკავა. ოპერაციის დაწყების შესახებ ბაღდადმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ერაყის ხელისუფლებამ ანბარის პროვინციის და მისი მთავარი ქალაქის ერ-რამადის გასათავისუფლებლად მასშტაბური შეტევა დაიწყო. ერ-რამადის აღება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამხედრო წარმატება იყო ერაყის ტერიტორიაზე ამ დაჯგუფების შეჭრის შემდეგ.

ეს ქალაქი ბაღდადიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ამ დროისთვის ტერორისტები ანბარის პროვინციის დიდ ნაწილს და ასევე მის ჩრილოეთით მდებარე პროვინცია ნეინავას აკონტროლებენ. თუმცა ორი დღის წინ კონტრშეტევის შედეგად ერაყის ჯარმა ერ-რამადის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი აშ-შარკია დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები