ჩინეთში ერთდროულად 175 „შავი არქეოლოგი“ დააკავეს
ჩინეთის პოლიციამ ძარცვაში ბრალდებული 175 ადამიანი დააკავა. „ბი- ბი- სის“ ცნობით, ძარცვა არქეოლოგიური გათხრებისას, ლიაონინის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ნეოლითის ხანის ექსპონანტებს იკვლევდნენ. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „შავ ბაზარზე“ გასაყიდად გამზადებული, 80 მილიონი დოლარი ღირებულების 1168 რელიკვია იქნა ამოღებული. თანამედროვე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჰუნშანის ნეოლითური კულტურის დროინდელი რელიკვიები ძვ. წ. V-III ათასწლეულებით თარიღდება. როგორც ჩინური მედია წერს, ეს არის, „შავ ბაზარზე“ კულტურული რელიკვიების გაყიდვების აღმოსაფხვრელად 1949 წლიდან ჩატარებულთაგან ყველაზე მასშტაბური ღონისძიება.