„ფორბსმა“ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად ანგელა მერკელი დაასახელა

მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად ჟურნალმა „ფორბსმა“ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა. მეორე ადგილზე აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონია. გავლენიან მანდილოსნებს შორის მესამე პოზიცია ბილ გეიტსის მეუღლემ – მელინდა გეიტსმა დაიკავა, რომელიც „ბილ და მელინდა გეიტსების“ საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელია. დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ამ სიაში 41-ე პოზიციაზეა. ყველაზე მდიდარი ქალი, ვინც ამ სიაში მოხვდა, ტელეწამყვანი ოპრა უინფრია. მისი ქონება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები