ინდოეთში სიცხის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 1 100-ს გადააჭარბა
ინდოეთის სამხრეთ შტატებში ანომალიური სიცხის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 1 100-ს გადააჭარბა. CNN-ის ცნობით, მეტეოროლოგები მომდევნო დღეებშიც ცხელი ამინდის შენარჩუნებას ვარაუდობენ. მათი განცხადებით, ყველაზე სერიოზულად ინდოეთის სამხრეთ შტატები დაზარალდნენ. იქ ტემპერატურა 45-დან 47 გრადუსამდე მერყეობდა. ტემპერატურა, რომელიც 40 გრადუსს აჭარბებს, ამ დროისთვის ინდოეთის უმეტეს ნაწილში ფიქსირდება. მარტიდან ივნისის ჩათვლით იქ მშრალი ამინდის სეზონია.