რიო-დე-ჟანეირო კარნავალისთვის ემზადება

  რიო-დე-ჟანეიროში კარნავალისთვის სამზადისი დაიწყო. მსოფლიოში ცნობილ სამბადრომზე პირველ ეტაპზე რეპეტიციას ბრაზილიური ცეკვის სკოლების მოსწავლეები გაივლიან. კარნავალის სეზონზე სამბას ცეკვაში ერთმანეთს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი 27 სკოლა შეეჯიბრება. ერთ-ერთი გამორჩეული და სანახაობრივი ღონისძიება რიო-დე-ჟანეიროს სტუმრებს 28 თებერვალიდან ელის. სწორედ ამ დროს მთელი ქალაქი სამბის რიტმში აცეკვდება. მანამდე კი სამბადრომზე რეპეტიციები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.
კარნავალის სეზონი ბრაზილიაში 28 თებერვალს იწყება და 4 მარტამდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები