ავღანეთის პოლიციამ ქაბულში “ბოევიკთა” ჯგუფი გაანადგურა
ავღანეთის დედაქალაქის პოლიციის და უშიშროების ძალებმა ტერორისტთა ჯგუფი გაანადგურა, რომელიც ქაბულის დიპლომატიურ კვარტალში სასტუმროს თავს დაესხა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელები ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნით და ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები. თვითმხილველების თქმით, ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა. ტერორისტები სასტუმროში ვერ შეიჭრნენ და ამის შემდეგ ბრძოლა იქვე მდებარე პარკში გაგრძელდა. ორმხრივი სროლა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.