შვეიცარიაში ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს

შვეიცარიის სამართალდამცველებმა ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს, რომლებსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, შვეიცარიის პოლიციის წარმომადგენლები ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში გაუფრთხილებლად მივიდნენ, სადაც ფიფას მაღალჩინოსნები ცხოვრობდნენ. დაკავება სერიოზული ხმაურის გარეშე მოხდა. დაკავებულებს უკვე წაუყენეს ბრალი კორუფციულ მაქინაციებში ბოლო ოცი წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების განაცხადებთან დაკავშირებით, ასევე მაქინაციებში მარკეტინგულ და სამაუწყებლო გარიგებებში. ბრალდებაში შედის ასევე თაღლითობის, რეკეტის და ფულის გათეთრების მუხლები.

მაღალჩინოსნები ფიფას ხელმძღვანელის არჩევამდე ორი დღით ადრე დააკავეს. წელს ამ პოსტზე ორი ადამიანი იყრის კენჭს – ეს იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი და ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერია, რომელიც ამ პოსტს 1998 წლიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები