ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს

ისრაელის არმიის ოფიციალური წარმომადგენლები ღაზას სექტორის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მათი განცხადებით, დამომბვა ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას მხრიდან სარაკეტო იერიშის საპასუხოდ განხორციელდა. ისრაელის ავიაციის სამიზნე ინფრასტრუქტურის ოთხi ობიექტი იყო. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანა არ იცხოვრებს მუდმივი შიშის ქვეშ და „ასეთი თავდასხმების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს იმ პირების მიმართ, ვინც ისრაელის სუვერენიტეტის შელახვას ცდილობს“. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ისრაელის მხარე არ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები