27 მაისი

10:30
NEW
“ახალი მემერჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 12 არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის გეგმები საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით და რა იგეგმება 30 მაისს პრეზიდენტის ეგიდით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
10:45
NEW
“გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. მოხდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები და რა გადაწყვეტილებას ელოდებიან არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები 30 მაისს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
“პირველ პრესკლუბში ” ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია, ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა ” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება“ დახურვის ცერემონია გაიმართება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ფინეთის ელჩი საქართველოში კრისტერ მიკელსონი, ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიტ ტურკი და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე დაესწრებიან. მისამართი: გორგასლის ქ.№10
11:30
“პირველ პრესკლუბში ” “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია”, “ნაციონალური მოძრაობის” რიგების ოთხი დეპუტატით შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა ” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
E1
11:30
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ანა კიკნაძე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემა: რა ცვლილებები შედის კანონში, რომლითაც უკანონო გამოსახლებები შეჩერდება, რამდენად დაიცავს ახალი რეგულაციები ქონების კანონიერი შემძენის ინტერესებს? მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, I სართული. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344
12:00
“პირველ პრესკლუბში ” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – “აფბა” ბრიფინგს გამართავს. თემა: მონეტარული ინსტრუმენტებით ლარის გამყარება ეკონომიკის ზრდას არ შეაფერხებს. მისამართი: წერეთლის 116. ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”. II სართული საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 756533
12:00
NEW
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბორჯომში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩას, სკვერს და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს გახსნის. გახსნის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
13:00
NEW
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ცხინვალიდან დევნილ ქართველ ბავშვებს შეხვდება, რომლებმაც სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიოს ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში „მზე და ზღვა“ მიიღეს მონაწილეობა და 5 საპრიზო, მათ შორის სამი პირველი ადგილი მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები