დევიდ კემერონმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, კემერონს პუტინმა დაურეკა და საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული“ პარტიის გამარჯვება მიულოცა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის და რუსეთის პოზიციებში კვლავ სერიოზული აზრთასხვადასხვაობა შეინიშნება. ლონდონი მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებას მოითხოვს.
მხარეებმა ასევე განიხილეს სირიაში არსებული სიტუაცია და მიაღწიეს შეთანხმებას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ როლის გაძლიერება არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის.