სირიის ავიაციამ 50 „ბოევიკი“ გაანადგურა

სირიის ავციაციამ ქალაქ პალმირასთან „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელა. მოკლულია 50-ზე მეტი ისლამისტი. პალმირა ჯიჰადისტებმა რამდენიმე დღის წინ დაიკავეს. სირიის არმიამ ქალაქი იმის გამო დატოვა, რომ უნიკალური ანტიკური ექსპონატების განადგურება თავიდან აეცილებინა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავებმა 160 მიზანი დაბომბეს პალმირას სიახლოვეს, ასევე ხომსის პროვინციის სხვა დასახლებულ პუნქტებში. ამავე წყაროს ცნობით, განადგურებულია იარაღის და ტყვია-წამლის საცავები, ასევე სატრანსპორტო საშუალებები.

გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ პალმირას აღების შემდეგ ისლამისტებმა 400-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. მოკლულთა შორის არა მარტო პოლიციელები და სამხედროები არიან, არამედ მშივიდობიანი ადამიანები, მათ შორის ქალები და ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები