ერაყის ხელისუფლება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავს

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ის ფართომასშტაბიან ოპერაციას იწყებს, რათა ანბარის პროვინცია „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ გაათავისუფლოს. ამ პროვინციის დედაქალაქი რამადი ჯიჰადისტებმა გასულ კვირას დაიკავეს. მომავალი ოპერაციის ყველა გეგმას ერაყის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ მასში შიიტი და სუნიტი მოხალისეებიც იქნებიან ჩართულები. ერაყის პარლამენტის წევრმა აჰმედ ალ ასადიმ „ასოშიეიტედ პრესს“ განუცხადა, რომ ანბარის პროვინციის გათავისუფლების ოპერაცია დიდხანს არ გასტანს, ვინაიდან ერაყის არმიას აქვს ახალი იარაღი, რომელიც მტრისთვის „უსიამოვნო სიურპრიზი იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები