რუსეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
რუსეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც 250 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 700 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხდღიან სწავლებაში 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მანევრების გეგმის მიხედვით, სტრატაგიული ავიაციის თვითმფრინავებმა ფრთოსანი რაკეტებით უნდა გაანადგურონ პირობითი მოწინააღმდეგე პოლიგონ „პემბოიზე“, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, კომის რესპუბლიკაში მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულების საფუძველზე შემოწმდება. როგორც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, ეს მანევრები სექტემბრისთვის დაგეგმილი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნების „ცენტრი-2015“-ის მოსამზადებელი ეტაპია.