ბრაზილიის ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

რვა პატიმარი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ბრაზილის ქალაქ ფეირა დი სანტანას ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად.
როგორც ადგილობრივი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, არეულობა საპატიმროში მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხის ეზოში პატიმრების დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკება მოხდა. ამჟამად პატიმრებს მძევლები ჰყავთ აყვანილი, – ძირითადად, ქალები და ბავშვები, რომლებიც კვირას ციხეში პატიმრების სანახავად იყვნენ მისულები. ციხის შენობა, სადაც პატიმრები და მათ მიერ აყვანილი მძევლები იმყოფებიან, პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. მოლაპარაკების შედეგად ყველა დაჭრილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა მძევლების გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკება ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები