ტორნადომ მექსიკის ქალაქი ექვს წამში დაანგრია (ფოტოკოლაჟი)

მექსიკის ქალაქ სიუდად აკუნიას დამანგრეველი ტორნადო დაატყდა თავს. სტიქია მხოლოდ 6 წამს მძვინვარებდა, მაგრამ ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა. დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი და 200-ზე მეტი დაშავდა. ტორნადომ ასობით საცხოვრებელი სახლი დაანგრია, ხეები წააქცია, მანქანები ამოაბრუნა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ასეთი ძლიერი ტორნადო ამ ქალაქში 100 წელზე მეტია არ ყოფილა, მისი სიჩქარე 270-300 კმ/სთ-ს აღწევდა. ციკლონმა აშშ-ში წყალდიდობა გამოიწვია, მექსიკასთან მოსაზღვრე ტეხასის შტატში სამი ადამიანი დაიღუპა და 12 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

10578236_10203986532975283_509036936_n

11267133_10203986533815304_815535377_n

11289867_10203986533735302_1336095883_n

11304258_10203986533055285_1636865507_n

11348954_10203986533775303_1158862748_n

11349839_10203986533575298_355211200_n

11354883_10203986533015284_227449115_n

11358722_10203986533095286_662255735_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები