„თავისუფლების იდეა გულისხმობს ბედნიერებას, რომელსაც ჩვენი ერი იმსახურებს“

დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა გულისხმობს ბედნიერებას, რომელსაც ჩვენი ერი და თითოეული მოქალაქე იმსახურებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
უსუფაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ უნდა შევძლოთ დაფასება და გაფრთხილება იმის, რაც გვაქვს.
“26 მაისი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანისთვის. გილოცავთ თავისუფლებას, გილოცავთ დამოუკიდებლობას და ყველაფერს იმას, რაც ამ წუთებს უკავშირდება. თავისუფალ საქართველოში, თავისუფალ მოქალაქეებში, თავისუფალ ადამიანებში იბადება ყველა ის სიკეთე, ის ბედნიერება, რომელსაც ჩვენი ერი და თითოეული მოქალაქე იმსახურებს. იმას, რომ ეს დღე რეალობად ქცეულიყო, თაობები შეეწირნენ. ბევრმა თაობამ ისე დალია სიცოცხლე, რომ ვერ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ამის დაფასება, დაფასება იმის, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა შევძლოთ გაფრთხილება იმის, რაც გვაქვს, უნდა შევძლოთ დაბრუნება იმის, რაც დავკარგეთ და ყველანი ვიყოთ ბედნიერი, ამას ვიმსახურებთ და ეს ასე იქნება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები