დამნაშავე, რომელმაც ხარკოვის ოლქში მძევლები აიყვანა, მოკლულია
დამნაშვე, რომელსაც უკრაინის ხარკოვის ოლქის დასახლება კოროტიჩთან ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მძევლები ჰყავდა აყვანილი, სნაიპერმა მოკლა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ რანინმა განუცხადა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავემ ორი ადამიანი მოკლა და მძევლად ავტოგასამართი სადგურის სამი თანამშრომელი აიყვანა. ოპერაციის შედეგად მძევლები არ დაშავებულან. უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, დამნაშავე რამდენჯერმე ცვლიდა მოთხოვნებს. ის ხან საზღვარგარეთ წასვლას, ხან გორლოვკაში, ხანაც ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში გამგზავრებას მოითხოვდა. დამნაშავის ლიკვიდაცია იმის გამო გადაწყდა, რომ ის ნერვული შეტევის პირას იყო და თავისი ქმედებებით მძევლების სოცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.