„დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მომავალი თაობის ღირსეული წინაპარი გახდეს“

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, სამხედროებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთიდან მიულოცა.
როგორც თინა ხიდაშელმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ავღანეთიდან ჩართვისას განაცხადა, ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების სურვილი ერთ მუშტად კრავს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს. მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი თაობა ღირსეული შვილია იმ წინაპრის, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა სახელმიწფოებრიობის შენარჩუნების და თავისუფლების განმტკიცებისთვის.
„ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა შემდეგი სიტყვები: ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის იდეა, რომელიც გაცილებით უფრო მეტია ერთ კონკრეტულ დოკუმენტში ჩაწერილ ფრაზაზე. ეს არის იდეა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების იდეა, რომლისთვისაც იბრძოდნენ თაობები და იმარჯვებდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველები. სწორედ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების სურვილი ადუღაბებს და ერთ მუშტად კრავს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს დღევანდელი თაობა ღირსეული შვილია იმ წინაპრის, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თავისუფლების განმტკიცებისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული წინაპარი გახდეს ყოველი მომავალი თაობის“, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპული ჯარისკაცების გაიხსენა.
„პირადად ჩემი და სრულიად საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი თაობის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები