რომის პაპი ფრანცისკე 25 წელია ტელევიზორს არ უყურებს

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკვე 25 წელია ტელევიზორს არ უყურებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

როგორც პაპმა არგენტინულ მედიას განუცხადა, მან ტელევიზორს ბოლოს 1990 წლის 15 ივლისს უყურა და ქალწულ მარიამს პირობა მისცა, რომ ამის შემდეგ ტელევიზორით არაფერს აღარ ნახავდა. ის ასევე არ სარგებლობს ინტერნეტით, ხოლო იმისთვის, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კურსში იყოს, დღეში 10 წუთის განმავლობაში იტალიურ გაზეთებს ათვალიერებს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ აკვირდება არგენტინის საფეხბურთო გუნდის გამოსვლას და წარმატებას, რასაც თავისი შვეიცარიელი გვარდიელებისგან იგებს.

რომის პაპი ფრანცისკე წარმოშობით არგენტინელია. ის 1936 წელს ბუენოს – აირესში, იტალიელი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები