ტუნისში ჯარისკაცმა 3 სამხედრო პირი მოკლა
ტუნისში ჯარისკაცმა პოლკოვნიკი და ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. კიდევ 15 ოფიცერი დაჭრილია, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა ტუნისის დედაქალაქში მდებარე სამხედრო ბაზაზე. საპასუხო სროლის შედეგად ჯარისკაცი მოკლეს. მისი მოტივები ამ დრომდე უცნობია. მომხდარის გამო ბაზაზე ორი სამხედრო ვერტმფრენი გააგზავნეს. ხელისუფლებამ ასევე შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე სკოლაში ბავშვების ევაკუაცია მოახდინა. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.