ჩინეთში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, მოხუცთა თავშესაფარში მომხდარი ხანძრის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 6 დაშავდა. ამის შესახებ პორტალი China.com იუწყება. ხანძარი ორშაბათს საღამოს გაჩნდა. მთლიანად ათზე მეტი შენობა დაიწვა.
გამორიცხული არ არის, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგანაც შენობაში შეიძლება კიდევ დარჩნენ ადამიანები. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი შეიძლება ელექტროგაყვანილობაში მომხდარი მოკლე ჩართვა ყოფილიყო. ხანძრის დროს შენობაში 100 ადამიანი იმყოფებოდა.