არქტიკის თავზე აშშ-ს და ნატოს საჰაერო ძალების მასშტაბური წვრთნები დაიწყო

სამხედრო-საჰაერო ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთნები – Arctic Challenge Exercise 2015 ევროპის ჩრდილოთ ნაწილში დღეს დაიწყო. მასში 9 ქვეყნის ავიაგამანადგურებლები მიიღებენ მონაწილეობას, სულ – 100 თვითმფრინავი და 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე. თვითმფრინავები, ძირითადად, შვედეთის, ნორვეგიის და ფინეთის სამხედრო აეროდრომებზე იქნება დისლოცირებული.
ესენია ავიაგამანადგურებლები: F-16, F-18, Hawk T1, Tornado GR4, Mirage 2000, Eurofighter Typhoon და Jas 39 Gripen. წვრთნებში ჩართული იქნება ასევე რადილოკაციური დაზვერვის თვითმფინავები: AWACS, ასევე სატრანსპორტო თვითმფრინავები და მფრინავი ტანკერები. წვრთნების დროს პილოტები პირობითი მოწინააღმდეგეს საჰაერო და სახმელეთო მიზნებს, ასევე პირობითი მოწინააღმდეგეს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს გაანადგურებენ. წვრთნების დასრულების დღეს, 5 ივნისს ბალტიის ზღვაში საზღვაო მანევრები დაიწყება, რომელშიც ნატოს 50-დე ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები