ავღანეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც
ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 40 მძიმედ დაშავდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ზაბულის პროვინციაში აფეთქდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ კალატში, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობასთან იყო დამონტაჟებული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.