თურქმენეთში გურბანგული ბერდიმუხამედოვის ქანდაკება აღმართეს
თურქმენეთის დედაქალაქში პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის ქანდაკება აღმართეს. ის თურქმენეთის მოქმედი პრეზიდენტია და ქვეყანას 2006 წლიდან მართავს. მოოქროვილი ქანდაკება, რომლის სიმაღლე 21 მეტრია, აშხაბადში საზეიმოდ გაიხსნა. მასზე ქვეყნის პრეზიდენტი ცხენზეა ამხედრებული და ხელი მაღლა აქვს აღმართული.
მონუმენტის გასხსნის გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი განცხადების საფუძველზე მიიღო. თავისი წინამორბედის საპარმურატ ნოაზოვისგან განსხვავებით, რომელსაც სიცოცხლიშივე ასობით ძეგლი დაუდგეს, თურქმენეთის დღევანდელი ლიდერი თავისი სახელის უკვდავყოფისგან ამ დრომდე თავს იკავებდა. მონუმენტის სახელწოდებაა „არქადაგი“ (“მფარველი“) – ეს თურქმენეთის პრეზიდენტის თანამდებობის ერთ-ერთი ოფიციალური სახელწოდებაა.