სამხედრო მიმომხილველი – რუსეთი „მისტრალის“ საკითხში დათმობაზე არ უნდა მიდიოდეს

რუსეთი ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ საკითხში საფრანგეთთან დათმობაზე არ უნდა მიდიოდეს. ამის შესახებ გამოცემა „სპუტნიკთან“ ინტერვიუში სამხედრო მიმომხილველმა ვიქტორ ბარანეცმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთისთვის სტრატეგიულად ამ ხომალდებს დიდი მნიშვნელობა არა აქვთ და მათი მშენებლობის შეკვეთა რუსეთის მხრიდან საფრანგეთისთვის გადადგმული კეთილი ნების ჟესტი უფრო არის. კონტრაქტის ფასი 1 მილიარდ 250 მილიონ ევროს შეადგენს და მისი წყალობით საფრანგეთის სენ-ნაზარის გემთმშენებელ ქარხანაში რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდა.
ბარანეცის თქმით, ახლა საფრანგეთს სურს, გაწყვიტოს ეს კონტრაქტი და რუსეთს კომპენსაციის სახით კონტრაქტით განსაზღვულ თანხაზე ბევრად ნაკლები გადაუხადოს. ბარანეცს მიაჩნია, რომ მოსკოვი ამ პირობებს არავითარ შემთხვევში არ უნდა დათანხმდეს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა რუსეთს ვერტმფრენზიდი „მისტრალების“ მიწოდებაზე უარი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო უთხრა. პარიზი მოსკოვს უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები