ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 8 -თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტს ქრთამის აღებისთვის 8 -თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან ასევე 150 ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
Jerusalem Post-ის ცნობით, ოლმერტი ამერიკელი ბიზნესმენის – მორის ტალანსკისგან დიდი ოდენობით თანხებს იღებდა, რომლებიც არა პოლიტიკური საქმიანობისთვის, არამედ პირადი მიზნებისთვის იხარჯებოდა. საერთო ჯამში, მან ამერიკელი მეწარმისგან უკანონოდ 154 ათასი დოლარი მიიღო.
ეჰუდ ოლმერტი ისრაელის მთავრობას 2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა. კორუფციული სკანდალის გამო ის იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები