„რადიო „თავისუფლების“ რუსულმა ვერსიამ საკუთარი ვებგვერდიდან პუტინის ინტერვიუ მოხსნა

„რადიო „თავისუფლების“ რუსულმა ვერსიამ, რადიო „სვობოდამ“ თავისი ვებგვერდიდან პეტერბურგელი ბიზნესმენის მაქსიმ ფრეიძონის ინტერვიუ მოხსნა. ამ მასალაში ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდა.
„ეს პუბლიკაცია თავად რადიო „სვობოდას“ რესპონდენტის თხოვნით მოიხსნა, ვინაიდან ის საკუთარ უსაფრთხოებაზე შიშობს“, – ნათქვამია რადიოს განცხადებაში.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ბისნესმენთან ინტერვიუ ვებგვერდზე 23 მაისს გამოქვეყნდა. ერთ-ერთი თემა 1990-იან წლებში პეტერბურგში ბიზნესის წარმოების მეთოდებზე საუბარი იყო. ამ სტატიის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ორი ჟურნალისტური განაცხადი შევიდა, რომელიც პუტინის და მისი ქვეშევრდომების ურთიერთობებს ეხებოდა. პესკოვის თქმით, განაცხადი „პროკურორის სტილში იყო შედგენილი და ის ლონდონის გაზეთიდან და აშშ-ს ერთ-ერთი გამოცემიდან იყო შემოსული“.
პესკოვმა განაცხადა, რომ ამ სტატიის გავრცელების შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლოში ჩივილს არ აპირებს, ვინაიდან „ასეთ ცილისწამებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები