პეტრო პოროშენკოს ერთწლიან პრეზიდენტობას უკრაინელების უმრავლესობა არადამაკმაყოფილებლად აფასებს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს და ქვეყნის უმაღლესი რადას საქმიანობას ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა არადამაკმაყოფილებლად აფასებს. სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, ასეთია TNS On-line TRACK-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. გამოკითხულთა 51% პრეზიდენტის საქმიანობას მთლიანად ან ნაწილობრივ არადამაკმაყოფილებლად აფასებს, პოროშენკოს მოღვაწეობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 17%. რაც შეეხება უკრაინის მთავრობას, მის საქმიანობას დადებითად აფასებს მხოლოდ 8%, ხოლო 68% – უარყოფითად.
ექსპერტების აზრით, ეს ქვეყნის სატარიფო პოლიტიკაში არაპოპულარული ნაბიჯებით არის გამოწვეული.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში ზუსტად ერთი წლის წინ, 2014 წლის 25 მაისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები