„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ პალმირაში 217 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სირიის ქალაქ პალმირაში 217 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ABC News-ის ცნობით, „ბოევიკებმა“ 67 მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი და 12 ქალი მოკლეს. ასევე მათ სირიის არმიის 150 სამხედრო მოსამსახურე დახვრიტეს.
პალმირა „ისლამურმა სახელმწიფომ“ 20 მაისს დაიკავა. ამ ქალაქში უნიკალური ისტორიული ძეგლები მდებარეობს, რომლებიც „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მაისის შუა რიცხვებში „ისლამურმა სახელმწიფომ“ ალ ამირიას დასახლებაში 45 მშვიდობიანი ადამიანის საჩვენებელი სიკვდილით დასჯა მოაწყო. ეს დასახლება პალმირას სიახლოვეს მდებარეობს.