პაკისტანის პრეზიდენტის შვილზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის პრეზიდენტის მანმუმ ხუსეინის შვილზე – სალმან ხუსეინზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გამოცემა Dawn-ის ინფორმაციით, აფეთქება პაკისტამის პროვინცია ბალუჯისტანში მოხდა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავალი ნაწილის სიახლოვეს გაჩერებულ მოტოციკლში იყო დამონტაჟებული. ტერორისტებმა ბომბი იმ დროს ააფეთქეს, როდესაც ახლოს სალმან ჰუსეინის კორტეჟმა გაიარა. აფეთქების დროს 13 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ოთხი პოლიციელი. პრეზიდენტის შვილი არ დაშავებულა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები