სამი ადამიანი დაიღუპა და ათასამდე ევაკუირებულია აშშ-ს ტეხასის და ოკლაჰომას შტატში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის გამო. 2 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული იყო, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული ადგილობრივი სახანძრო სამსახურის თანამშრომელია. ის ოკლაჰომას შტატში ათი ადამიანის გადარჩენის მცდელობის დროს დაიღუპა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკომენდანტო საათი გამოაცხადა. მოსახლეობა ძლიერი წვიმების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული, რომლებსაც ახალი წყალდიდობების გამოწვევა შეუძლიათ. ასობით სახლი დანგრეულია. დაზარალებულ რაიონებში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.