ქუთაისის ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე განნაღმვითი სამუშაოები დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქუთაისში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას იწყებს.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა – გიორგი შუხოშვილმა, ქუთაისის მერთან – შოთა მურღულიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე ჩატარებული განნაღმვითი სამუშაოები მოინახულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით, იმერეთში ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას იწყებს, რომელიც რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონს მოემსახურება. ტერიტორიაზე დაგეგმილია ასევე გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაც. ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის აშენების შემდეგ რეგიონში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროგრამების დაფინანსებას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები