ინდოეთში ანომალიურ სიცხეს 335 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში ანომალიურად ცხელ ამინდს ბოლო რამდენიმე დღეში 335 ადამიანი ემსხვერპლა. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა, რომელმაც 48 გრადუსს მიაღწია, კიდევ მოიმატებს. The Times of India -ს ცნობით, ყველაზე ცხელი ამინდი, ინდოეთის სამხრეთ შტატებში დაფიქსირდა, სადაც მხოლოდ 23 მაისს 135 ადამიანი დაიღუპა. შტატ ტელენგანაში ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურაა 1947 წლის შემდეგ. მაშინდელმა რეკორდმა იქ 47,2 გრადუსი შეადგინა. ინდოეთში ყველაზე მაღალი ტემპერარურა წელიწადში მარტიდან ივნისამდე შეინიშნება, როდესაც ქვეყანაში მშრალი ამინდია.