პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა

პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომაროვსკის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ეგზიტპოლების მონაცემებით მან ამომრჩეველთა 47%, ხოლო ოპოზიციურმა კანდიდატმა ანჯეი დუდამ 53 % მიიღო. პოლონეთში 24 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
მისი ჩატარება აუცილებელი გახდა 10 მაისის შემდეგ, როდესაც პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 % ვერ მოაგროვა. ანჯეი დუდა 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის იურიდიული მრჩეველი იყო და საკუთარ თავს მის პოლიტიკურ მემკვიდრედ მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები