„26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, ყველა მსურველს C ჰეპატიტზე ტესტირება ჩაუტარდება“

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, 26 მაისის ყველა მსურველს ჰეპატიტზე ტესტირება ჩაუტარდება. მისივე თქმით, ასევე 26 მაისს, სამინისტრო ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას გამართავს.
“რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, იქნება რამდენიმე აქტივობა, თუკი შარშან იყო კანის სიმსივნის სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა, წელს ეს იქნება ჰეპატიტზე ტესტირება და ნებისმიერ მსურველს გავუკეთებთ ამ ტესტებს. ასევე იქნება ექიმების კონსულტაციები”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები