ტოკიოში ათასობით დემონსტრანტმა ამერიკული სამხედრო ბაზის მშენებლობა გააპროტესტა
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აქციის ათასობით მონაწილემ, სამხრეთ იაპონიში, კუნძულ ოკინავაზე ახალი ამერიკული სამხედრო ბაზის მშენებლობა გააპროტესტა. ათასობით დემონსტრანტმა პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყა. აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაში დაახლოებით 15 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.“ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ტოკიომ და ვაშინგტონმა ახალი ბაზის სამშენებლო გეგმა დაამტკიცა.
ამერიკელ ჯარისკაცებს ახალ ბაზაზე მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაიყვანენ. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ახალი ბაზის მშენებლობას „ერთადერთი გამოსავალი“ უწოდა.
ამერიკული ბაზის მშენებლობა ტოკიოში გასულ კვირასაც გააპროტესტეს. დემონსტრაციაში 35 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.