შავ ზღვაში ამერიკის სამხედრო ფლოტი ისევ გამოჩნდა
შავ ზღვაში ამერიკული გამანადგურებელი გემი USS Ross შევიდა. როგორც „ევროპა-აფრიკის“ რეგიონში დისლოცირებული ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, გემის შესვლა ხელს შეუყობს პარტნიორული ურთიერთობის გამყარებასა და საერთო ძალების მობილიზებას ნატოს ქვეყნებსა და შავი ზღვის რეგიონებს შორის.
გამანადგურებელი გემის USS Ross-ის კაპიტანის ტედ გორმანის განცხადებით, ფლოტს მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს, რათა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და საბრძოლო მზადყოფნა გაიზარდოს.