მალაიზიაში მასობრივად დამარხული ლტოლვილები აღმოაჩინეს
ტაილანდის საზღვართან ლტოლვილთა სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა მალაიზიის ხელისუფლებამ. მათი ინფორმაციით, სამარხში მაიმიდან მიგრირებული ასობით გვამია ნაპოვნი.
მალაიზიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ზაჰიდა ჰიმიდის სიტყვებით, მასობრივი სამარხი ლტოლვილების 17 ბანაკთან ახლოს იყო, იქ მისულ პოლიციელებს კი ბანაკში არავინ დახვდათ.
როგორც მალაიზიის მედიას იტყობინება, სამარხში შესაძლოა იყოს მაიმიში მცხოვრები როჰინჯას წარმომავლობის გვამებიც, რომლებიც ისლამს ქადაგებდნენ. ბუდისტებსა და როჰინჯელ ისლამისტებს შორის 2012 წელს დაწყებული კონფლიქტის შემდეგ მიგრირება ტაილანდსა და მალაიზიაში მასობრივად ხდება.