ხობში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს
ხობში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ლევაზ ლოგუას ზედა კიდურების არეში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მას ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლოგუამ საძოვარზე საქონლის ქურდებს ფაქტზე მიუსწრო და სწორედ ამ დროს ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე გახსნილაი, დამნაშავის ვინაობა ცნობილია და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანების ფაქტს გულისხმობს.