პოლონეთში 24 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

პოლონეთში კვირას, 24 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მისი ჩატარება 10 მაისს გამართული არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გახდა აუცილებელი, როდესაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50 პროცენტზე მეტი ხმის მოგროვება ვერ შეძლო.
მეორე ტურში პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომაროვსკი და ოპოზიციის წარმომადგენელი ანჯეი დუდა გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში კომაროვსკი დუდასთან 1 პროცენტით დამარცხდა, მაგრამ მეორე ტურში ანალიტოკოსების შეფასებით, მას გამარჯვების უფრო მაღალი შანსები აქვს. ეგზიტპოლის მონაცემები ადგილობრივი დროით 21.00-ის შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები