ირლანდიელებმა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზებას რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს
ირლანდიაში პარასკევს ჩატარებულ რეფერენდუმზე ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. წინასწარი ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას 75%-მა დაუჭირა მხარი. ერთსქეხიანი ქორწინების ლეგალიზების მთავარი მოწინააღმდეგე დევიდ კუინმა თავისი დამარცხება ოფიციალურად აღიარა. რეფერენდუმზე გატანილი იყო შემდეგი საკითხი – „ქორწინება კანონის მიხედვით შეიძლება შედგეს ორ ადამიანს შორის მათი სქესის მიუხედვად“ – „დიახ – „არა“. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.