ობამა – აშშ ისრაელს მხარს უჭერს, მაგრამ პალესტინელებსაც აქვთ უფლებები
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა სინაგოგა „ადას ისრაელს“ ესტუმრა, რათა ისრაელს მხრდაჭერა გამოუცხადოს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ობამა ამით ისრაელ-აშშ-ს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემების მოგვარებას ცდილობს, რომელიც აშშ-ს და ირანს შორის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას მოყვა. The New York Times-ის ინფორმაციით, სინაგოგაში ობამა სიტყვით გამოვიდა და ისრაელის უდავო მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს და ისრაელს შორის მტკიცე კავშირი არასოდეს შენელდება და მისი პირადი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ უცვლელი რჩება. ობამას განცხადებით, ისრაელი დემოკრატიულ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს, ხოლო ეს შეუძლებელია „ორი ქვეყანა ორი ხალხისთვის“ პრინციპის გარეშე. საუბარია პალესტინის სახელმწიფოზე. ბარაკ ობამა ამბობს, რომ პალესტინელები „ყველაზე ხელსაყრელი პარტნიორები არ არიან“, ხოლო მთელი ახლო აღმოსავლეთი რთულ პერიოდში იმყოფება. ამიტომ ისრაელის შიში მისთვის გასაგებია. თუმცა ობამა დარწმუნებულია, რომ პალესტინელებს, ისევე როგორც ისრაელს, თავისი სახელმწიფოს შექმნის უფლება აქვთ.
აშშ-ს პრეზიდენტმა ირანთან ‘ბირთვული შეთანხმებაც“ ახსენა და აღნიშნა, რომ ის არ დაუშვებს თეირანთან „ცუდი გარიგების“ გაფორმებას“. ობამა ამბობს, რომ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერაც არის, ასე რომ ობამა პირადად აგებს პასუხს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას.